გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

07 აგვ 2026

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება. 

ვეტერანთა დეპარტამენტში ომის ვეტერანები დილიდან შეიკრიბნენ და საჩივარი მოამზადეს, ისინი აპროტესტებენ გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომ 1992-93 წლებში აფხაზეთის ომის დროს ქართველი სამხედროები აფხაზ და რუს ტყვეებს ხვრეტდნენ, ტყვის დახვრეტა განსაკუთრებით მძიმე სამხედრო დანაშაულია და საკუთარი ქვეყნის ჯარისკაცებისთვის ამ ფაქტის დაბრალებას, პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს - აცხადებენ ვეტერანთა დეპარტამენტში.