07 აგვ 2026
პოლიტიკური შეფასებების საკითხია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიება, რომელიც უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიას ეხება.
საუბარია სოციალურ ქსელებში რეგისტრირებულ ყალბ ანგარიშზე, სადაც პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებს საქართველოში არასათანადოდ ეპყრობიან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მსგავსი ყალბი ინფორმაცია და კონკრეტული ისტორიები, კოორდინირებულად ვრცელდება უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ერთ-ერთი ონლაინ მედია საშუალებით, რომელსაც მრავალმილიონიანი აუდიტორია ჰყავს. მმართველი გუნდი მკაცრ სამართლებრივ რეაგირებას აანონსებს.