BEACH - სპექტაკლი ბათუმის დრამატული თეატრში

07 აგვ 2026

BEACH – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის საპრემიერო ჩვენებაც მაყურებელმა 5 და 6 აგვისტოს ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე იხილა. წარმოდგენა ორიგინალური შტრიხებით დაიგეგმა. სცენაზე ცოცხალი თამაში და ეკრანზე კინო ერთმანეთთან იყო შერწყმული და მაყურებელი სპექტაკლის პარალელურად თვალს ადევნებდა სცენებს, რომელიც  სხვადასხვა ლოკაციაზეა გადაღებული.

BEACH“ არის მსუბუქი, ირონიული და სასაცილო ამბავი ურთიერთობებსა და ადამიანებზე. როგორ ქმნის  სრულიად განსხვავებული ტიპაჟების შეხვედრა კურიოზულ, ზოგჯერ აბსურდულ, მაგრამ ყველასთვის ძალიან ნაცნობ სიტუაციებს. სცენარის ავტორები და რეჟისორები  გიორგი ხურცილავა და ლაშა ცქვიტინიძე არიან.

პროექტის მხარდამჭერი საქართველოსა და აჭარისა კულტურის სამინისტროები და შემოქმედებითი საქართველოა.