იაპონიაში ტაიფუნის გამო მაღაზიები დაიკეტა და ფრენები გაუქმდა

07 აგვ 2026

იაპონიის სამხრეთ კუნძულებზე ტაიფუნ „დოლფინის“ გამო, რომელსაც თან ახლავს  ძლიერი ქარი,  წვიმა და შტორმი, რასაც ტავის მაღაზიები დაიხურა და 500-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს განცხადებით, პირველი კატეგორიის ტაიფუნის მაქსიმალური სიჩქარე საათში 144 კმ-ი იყო, ნაკადები კი საათში 198 კმ-ს აღწევდა და ის კიუშუს რეგიონსა და ოკინავის პრეფექტურას შორის მდებარე კუნძულების ჯაჭვს უახლოვდებოდა.

ხელისუფლებამ კაგოშიმისა და ოკინავის პრეფექტურებში 260 ათასი ადამიანის  ევაკუაციის ბრძანება გასცა, ხოლო ავტოკონცერნმა ტოიოტამ ცხრა ქარხანაში მუშაობა შეაჩერა.