07 აგვ 2026
რუსულმა ონლაინ საცალო ვაჭრობის კომპანია ვაილდბერისმა, რომელიც უკრაინული დრონების სამკვირიანი თითქმის ყოველდღიური თავდასხმების სამიზნე გახდა, განაცხადა, რომ მისი კიდევ ერთი ლოჯისტიკური ცენტრი ეკატერინბურგში, მოსკოვიდან აღმოსავლეთით ათას 400 კმ-ის მოშორებით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ დაიწვა.
კომპანიის მიერ ტელეგრამზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ხანძარი მალე ჩააქრეს და ადგილზე არსებული საქონლის უმეტესობა არ დაზიანებულა. ადგილობრივმა გუბერნატორმა დენის პასლერმა განაცხადა, რომ ღამით რეგიონში რვა დრონი გაანეიტრალეს.
18 ივლისიდან მოყოლებული უკრაინული დრონებით თავდასხმები ვაილდბერისის 20 საწყობზე განხორციელდა.