ტაილანდში ავტომობილი ბავშვთა განვითარების ცენტრში შევარდა, დაშავებულია 10-ზე მეტი მცირეწლოვანი

07 აგვ 2026

15 ბავშვი დაშავდა ტაილანდში  ბავშვთა განვითარების ცენტრის შენობაში ავტომობილის შევარდნის შედეგად. ინციდენტის დროს შენობაში 34 ბავშვი იმყოფებოდა.   

პოლიციის განცხადებით, ავტომობილმა  მობრუნებისას კონტროლი დაკარგა და კედელს შეეჯახა, რის შედეგადაც კედელი ჩამოინგრა და  ნამსხვრევები  ბავშვებს მოხვდა.

წინასწარი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მძღოლმა მანქანის მართვისას გულის შეტევა მიიღო და ავტომობილზე კონტროლი დაკარგა.   

მანქანა საკლასო ოთახში შევარდა, სადაც მცირეწლოვან ბავშვებს შუადღისას ძინავთ. დაშავებულ ბავშვებს თავის არეში ჭრილობები და  ნამსხვრევების შედეგად მიღებული დაზიანებები აღენიშნებათ.