მებაჟე ოფიცრებმა ქვეყანაში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ძვირფასეულობის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

07 აგვ 2026

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში - 652 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, მათ შორის ოქროს ზოდი და მონეტები აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ, ჯამში, 187 796 ლარი შეადგინა.

3 კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო 4 პირი საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით ჯამში - 36 205 ლარით დაჯარიმდა.