07 აგვ 2026
ბათუმში, ე.წ. ხოფის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრი ლიკვიდირებულია.
ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი სასაწყობე სივრცეს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ ეტაპზე უცნობია, რა ზარალი გამოიწვია ხანძარმა.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ და მიმდინარეობს დაკვამლიანების სალიკვიდაციო სამუშაოები.
მოვაჭრეების თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, ელექტროსადენების დაზიანება გახდა.