გიორგი ბარამიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს

07 აგვ 2026

გიორგი ბარამიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ამბობს, რომ ის მხოლოდ სასამართლოში, მოსამართლესთან მივა და იქ იტყვის თავის სათქმელს.

ყოფილი თავდაცვის მინისტრი მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელსაც საზოგადოების ვნებათაღელვა და გამოძიების დაწყება მოჰყვა,  განმარტავს და აღნიშნავს, რომ აფხაზეთის ომის საწყის ეტაპზე ტყვეებს არა ქართული ჯარი ან სახელმწიფო, არამედ ოჯახის წევრების დაკარგვით გამწარებული ადამიანები ხოცავდნენ.

მისი თქმით, ომის პირველივე დღეების ეს "მწარე სიმართლე" საქართველოსთვის უარყოფითი შედეგების მომტანი არ არის და მოგვიანებით, დისციპლინის დამყარების შემდეგ, ქართულ მხარესაც ჰყავდა ტყვეები. 

ბარამიძის განცხადებებს კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა ოპოზიციის მხრიდანაც. უმრავლესობაში ბარამიძის განცხადება აფხაზეთის ომის ვეტერანების შეურაცხყოფად და სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად ფასდება.