07 აგვ 2026
პარტია ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველო“-ს წარმომადგენლები 2008 წლის აგვისტოს 18 წლისთავთან დაკავშირებით სამეგრელოს ეწვია.
სოფელ კახათში პარტიის წევრები აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა იყო ნეიტრალიტეტის უალტერნატივობა და ქვეყნის მომავალი განვითარების სტრატეგია, რომელმაც მშვიდობიანი გზით გაერთიანებამდე და საკუთარ მიწას იძულებით მოწყვეტილი ოჯახების, სახლში დაბრუნებამდე უნდა მიიყვანოს.
მათივე ინფორმაციით მოსახლეობასთან დიალოგისას კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვა ხაზი მულტივექტორული, პრაგმატული საგარეო პოლიტიკის მნიშვნელობას, რისი საშუალებითაც უნდა მოხდეს ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფა, რამაც უნდა დაიცვას საქართველო გეოპოლიტიკური დაპირისპირებების ეპიცენტრში მოქცევისგან და მომავალში თავიდან აგვარიდოს ახალი ტრაგედიები.
შეხვედრის ორგანიზატორებმა დევნილი მოსახლეობისგან მოისმინეს ინფორმაცია მათ საჭიროებებისა და პრობლემების შესახებ, რომელთა გადაწყვეტაც იქნება პარტიის პრიორიტეტი. პარტია დევნილ მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციებს სამომავლოდაც გააგრძელებს.