მიხეილ სააკაშვილის განცხადება - შეფასებები

07 აგვ 2026

პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების თემაა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება. „რაზე სკდებიან ბოღმით „ქოცები“ და მათი პატრონები, რუსები 2008 წლის აგვისტოსთან დაკავშირებით, მათ ვერ უპატიებიათ ჩემთვის, რომ არ დავტოვე საქართველო, როგორც პუტინი და სარკოზი მოითხოვდნენ და ამერიკელები მთავაზობდნენ, – დაწერა მსჯავრდებულმა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, 2008 წელს საკუთარი თავის გადარჩენისთვის არ მიუტოვებია ხალხი განსაცდელში.