07 აგვ 2026
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ევროკავშირის პრეს-სპიკერი.
,,ამ ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე კვლავ მძიმე ზეგავლენას ახდენს ჰუმანიტარულ სფეროზე, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც პრესსპიკერი აღნიშნავს, ევროკავშირი შეშფოთებულია რუსეთის მზარდი მცდელობებით დე ფაქტო მოახდინოს ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონების – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის – ინტეგრაცია საკუთარ სამართლებრივ და უსაფრთხოების სივრცეში.