07 აგვ 2026
ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა სირიის დედაქალაქ დამასკოს გარეუბანში მიკროავტობუსში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად. აფეთქება დამასკოს გარეუბანში, ძირითადად დრუზებით დასახლებულ ჯარამანის რაიონში მოხდა.
სირიის ხელისუფლებას არავის დაუდანაშაულებია თავდასხმაში, რომელიც იმ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც შეტაკებები იყო დრუზებსა და ისლამისტ მებრძოლებს შორის.
ისლამისტი მებრძოლები მხარს უჭერენ სირიის ახალ ხელისუფლებას, რომელიც 2024 წელს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დამხობის შემდეგ ქვეყნის სათავეში მოვიდა.