07 აგვ 2026
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ბათუმში. ღონისძიების ორგანიზატორი საარქივო სამმართველო იყო.
საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, სემინარი გაიმართა სახელწოდებით “1700 წლის წინანდელი არჩევანი“.
მომხსენებელი თეოლოგი ზაზა კილაძე იყო. მან ისაუბრა ქრისტიანობის გავრცელებაზე საქართველოში, მის როლსა და მნიშვნელობაზე. ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მეოთხე საუკუნის დასაწყისში გამოცხადდა.