გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

07 აგვ 2026

გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს, ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მზია გარშაულიშვილმა მიიღო. პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. რაც შეეხებათ ადვოკატებს, ისინი დაკავებული არასრულწლოვანების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდნენ.

ანასტასია ბერუაშვილი და ნია იმნაძე  2 დღის წინ  დააკავეს. ნია  იმნაძეს ბრალი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებაზე წარედგინა და მას  13 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ხოლო ანასტასია ბერუაშვილს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, რაც  7 წლამდე პატიმრობა  ითვალისწინებს