საქართველო სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს იხსენებს

08 აგვ 2026

საქართველო სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს იხსენებს – დღეს რვა აგვისტოა, უმძიმესი თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში. გლოვის ნიშნად სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა სახელმწიფო უწყებაზე, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე. აგვისტოს ხუთდღიანი ომიდან 18 წელი გავიდა.  18 წლის წინ განხორციელებულ რუსულ სამხედრო აგრესიას 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 150 ათასზე მეტი მოქალაქე  კი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა. ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიების 20 %, უკანონო ბორდერიზაცია დღემდე გრძელდება, საოკუპაციო ხაზის გამყოფ სოფლებში კი ხშირია ადამიანის უფლებები უხეში დარღვევები და ადგილობრივების გატაცების შემთხვევები.