08 აგვ 2026
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. სამშობლოს ღალატი და საბოტაჟი - აფხაზეთის ომის დროს ტყვეების გაცვლის პროცესზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურამ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
საფუძველი ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვა გახდა. საგამოძიებო უწყებამ უკვე გამოკითხა კობა კობალაძე. განცხადებამ, რომლითაც გია ბარამიძემ ქართველ მეომრებს ტყვეების დახვრეტაში დასდო ბრალი, მეორე მხარე კი პოზიტიურ კონტექსტში ახსენა და მათი ქმედებები რუსული დისციპლინის გავლენით ახსნა, განსაკუთრებით ვეტერანები გააღიზიანა.
აფხაზეთის ომის მონაწილეები, ბარამიძის რიტორიკას მიზანმიმართულ პროვოკაციად და ქართველი მეომრების შეურაცხყოფად აფასებენ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ. საკითხს დღეს ქვეყნის პირველი პირები გამოემხაურნენ.