კიევზე თავდასხმამ 3 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია

08 აგვ 2026

სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი იმსხვერპლა რუსულმა რაკეტებმა უკრაინის დედაქალაქის  მიმდებარე რეგიონში. კიევის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, სარაკეტო დარტყმები დედაქალაქთან ახლოს, ბორისპოლის რაიონში, სამ ადგილას დაფიქსირდა. თავდასხმის შედეგად კიდევ სამი ადამიანი დაშავდა. მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დედაქალაქში ხანძარი ორ რაიონში გაჩნდა.  თავის მხრივ უკრაინამ დრონებით თავდასხმა განახორციელა რუსეთში სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. თავდასხმის შედეგად სამარის ოლქში მდებარე სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. უკრაინული დრონების საფრთხის გამო კრასნოდარის აეროპორტი დროებით დაიხურა.