ინდონეზიის დედაქალაქის ცენტრში 16 სართულიან შენობას ცეცხლი გაუჩნდა

08 აგვ 2026

ინდონეზიის დედაქალაქში 16 სართულიან შენობას ხანძარი გაუჩნდა. ცეცხლმა მრავალსართულიანი შენობის 11-დან 16-მდე სართულები მოიცვა. ამ სართულებზე ჯაკარტის შემოსავლების სააგენტოს შტაბ-ბინა არის განთავსებული.

ხანძრის ჩასაქრობად  185 მეხანძრე და 37 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული. ხანძრის გაკონტროლება მათ მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ შეძლეს. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ხანძრის გამომწვევი მიზეზიც  უცნობია. პოლიციის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს.