08 აგვ 2026
კოლუმბიის ახალმა მემარჯვენე პრეზიდენტმა აბელარდო დე ლა ესპრიელამ ფიცი დადო და საინაუგურაციო სიტყვაში ნარკოდანაშაულთან უპირობო ბრძოლის პირობა დადო.
48 წლის დე ლა ესპრიელამ არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლის, ნავთობისა და გაზის სექტორის აღორძინების დაპირებით მოიპოვა.
„ჩვენს ტერიტორიაზე არ იქნება არც ერთი ადგილი, სადაც კრიმინალები თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ“, - თქვა მან.
ახალმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ „საბოლოოდ აღმოფხვრის უკანონო კულტურების მოყვანას“ და თქვა, რომ კოკას ბუჩქების გასანადგურებლად გამოიყენებს საჰაერო ჰერბიციდებს, რომლებიც არ აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას ან გარემოს.