08 აგვ 2026
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის კომპლექსში 400 მილიონი დოლარის ღირებულების საბანკეტო დარბაზის მშენებლობის შეჩერების შესახებ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას „ეროვნული სირცხვილი“ და „უმაღლესი დონის ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე“ უწოდა.
„ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია მას შემდეგ, რაც სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულებული და ანაზღაურებულია, უმაღლეს დონეზე ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეს წარმოადგენს. ეს ასევე ეროვნული სირცხვილია“, - დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ პლატფორმაზე.
სასამართლომ ძალაში დატოვა წინასწარი სასამართლო აკრძალვა, რომელიც ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა ფონდმა მოიპოვა. ამ ფონდმა სარჩელი გასულ წელს, მას შემდეგ შეიტანა, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ აღმოსავლეთის ფლიგელი დაანგრია და კონგრესის ნებართვის გარეშე 8 ათას 360 კვადრატული მეტრის ფართობის საბანკეტო დარბაზის მშენებლობა დაიწყო.
ტრამპმა განაცხადა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას აშშ-ის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებდა. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება 14 დღით გადადო, რათა ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების საშუალება მიეცა.