ოპონენტებმა ქვეყნის დასუსტება ვერ შეძლეს-პეზეშკიანი

08 აგვ 2026

ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა  ირანის სახელმწიფო ტელევიზიით გასულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანმა ჩაშალა ოპონენტების მცდელობები  სამხედრო ზეწოლის გზით მიეღწიათ ქვეყნის დასუსტებისა ან დესტაბილიზაციისთვის.

პეზეშკიანმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებდა აშშ-სთან კონფლიქტის დაწყებამდე, თუმცა   სხვებს  მოვლენების ომისკენ წაქეზებაში დაადანასაულა.

ომი დაიწყო აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმებით, მათ შორის თავდასხმით, რომლის დროსაც დაიღუპა მაშინდელი უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი.

მისი ვაჟი, მოჯტაბა ხამენეი, შემდგომში უზენაეს ლიდერად დაინიშნა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში ივარაუდა, რომ ირანთან ომი მალე დასრულდება.