ზელენსკი სერბეთში ჩავიდა

08 აგვ 2026

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი  სერბეთს ეწვია. ეს უკრაინის ლიდერის პირველი ვიზიტია ბალკანეთის ამ ქვეყანაში.

პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან შეხვედრაზე ზელენსკი  ეკონომიკური თანამშრომლობისა და ორივე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე იმჯელებს.

სპეციალისტების თქმით, ზელენსკის ვიზიტი, სავარაუდოდ, სერბეთსა და მის დიდი ხნის მოკავშირესა და ბუნებრივი აირის მთავარ მიმწოდებელს, რუსეთს შორის ურთიერთობებს გაამწვავებს.