08 აგვ 2026
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ეროვნული გმირის, ფრიდონ თურმანიძის ხსოვნას პატივი მიაგეს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში.
გმირის საფლავი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებმა , სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა , გმირის ოჯახის წევრებმა და თანამებრძოლეებმა.
უმცროსი სერჟანტი ფრიდონ თურმანიძე, სოფელ ყელქცეულში, სამშვიდობოს გამოსული მეგობრის დასახმარებლად შებრუნდა, რა დროსაც რუსულ ჭურვებს შეეწირა. გმირი ფრიდონ თურმანიძე ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენითაა დაჯილდოვებული.