570 ათასი ლარი — აჭარის ბიუჯეტიდან 2008 წლის ომისა და ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს დაღუპული და დაშავებული სამხედროების ოჯახების დასახმარებლად

08 აგვ 2026

570 ათასი ლარი — აჭარის ბიუჯეტიდან 2008 წლის ომისა და ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს დაღუპული და დაშავებული სამხედროების ოჯახების დასახმარებლად.

 აგვისტოში, ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 35 ოჯახი მიიღებს. თითოეულ ოჯახზე 10 ათასი ლარია გათვალისწინებული. მათ შორის არიან 2008 წლის რუსული აგრესიისა და 2007-2021 წლებში ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს დაღუპული 24 სამხედრო მოსამსახურის ოჯახები, ასევე საომარი მოქმედებების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 11 სამხედრო.

ამ კომპონენტისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 350 ათასი ლარია გამოყოფილი. პროგრამა ასევე ითვალისწინებს დაღუპული და დაშავებული სამხედროების დედებისა და მეუღლეების ფინანსურ მხარდაჭერას. მათთვის, დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებით, მატერიალური დახმარება ყოველწლიურად გაიცემა. პროგრამით 44 ბენეფიციარი სარგებლობს და თითოეულ მათგანს 5 ათასი ლარი გადაეცემა. საერთო ჯამში, პროგრამის ბიუჯეტი 570 ათასი ლარია.