რუსეთ-საქართველოს ომში   დაღუპულთა ხსოვნას  პატივი მიაგეს ქობულეთშიც.

08 აგვ 2026

რუსეთ-საქართველოს ომში   დაღუპულთა ხსოვნას  პატივი მიაგეს ქობულეთშიც. აჭარის მთავრობის  მთავრობის თავმჯდომარემ  გმირთა მემორიალი და ომში დაღუპული მებრძოლების საფლავები ყვავილებით შეამკო.

ზურაბ პატარაძე - ცეცხლაური, ჯიხანჯურში, ლეღვასა და ოჩხამურში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას და ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ მათ სიმტკიცისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გმირების ოჯახების მხარდაჭერა ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა.

აჭარიდან 2008 წლის აგვისტოს ომს 21 მებრძოლი ემსხვერპლა, მათ შორის 11 ქობულეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრი იყო.