გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება.

08 აგვ 2026

გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. გამოძიება ორი - ღალატისა და საბოტაჟის მუხლით არის დაწყებული. ამ წუთებში საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვები მიმდინარეობს. კითხვებს ვეტერანები პასუხობენ.

 სწორედ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვის საფუძველზე დაიწყო პროკურატურამ გამოძიება. გია ბარამიძემ ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას განაცხადა, რომ აფხაზეთის ომში ქართული მხარე სამხედრო ტყვეებს ხვრეტდა, რასაც საზოგადოებისა და ვეტერანების მწვავე პროტესტი მოჰყვა.

მისი განცხადება და ვეტერანთა ორგანიზაციებში ქართული ჯარის მიზანმიმართულ დისკრედიტაციად შეფასდა.