თურქეთი შავ ზღვაში კომერციული გემების მოძრაობას ზღუდავს

08 აგვ 2026

თურქეთი შავ ზღვაში კომერციული გემების მოძრაობას ზღუდავს უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებული მზარდი შეშფოთების შემდეგ. ამის შესახებ გამოცემა ბლუმბერგი ავრცელებს ინფორმაციას.

ამავე გამოცემის თანახმად, უკრაინა დათანხმდა, შავ ზღვაში არ დაესხას თავს იმ ტანკერებს, რომლებიც რუსეთს არ ეკუთვნის. საუბარია ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და ტანკერებზე, რომელიც შავი ზღვით ყაზახური ნავთობის ექსპორტისთვის არის აუცილებელი.

აშშ-ის მთავრობის განცხადებით, უკრაინამ სპეციალური ჯგუფები შექმნა, რათა გადამზიდავმა კომპანიებმა ინფორმაციის გაცვლა შეძლონ და გემების უსაფრთხო ნაოსნობა უზრუნველყონ.