კოსოვოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს კვერცხები ესროლეს

08 აგვ 2026

კოსოვოს პარლამენტში ოპოზიციონერმა კანონმდებელმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ალბინ კურტის სიტყვით გამოსვლის დროს კვერცხები ესროლა. მანამდე კურტიმ მოითხოვა სხდომის გადადება, სანამ პოლიტიკური პარტიები საპრეზიდენტო არჩევნებზე შეთანხმდებიან.

7 ივნისს კოსოვოში ბოლო 1,5 წლის განმავლობაში მესამე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნები მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც პარლამენტის წევრებმა ვერ აირჩიეს ახალი პრეზიდენტი ვიოსა ოსმანის ნაცვლად, რომელსაც ვადა ამოეწურა. პარტია „თვითგამორკვევამ“ მოიგო არჩევნები, მაგრამ ახლა მას ოპოზიციის მხარდაჭერა სჭირდება ახალი ლიდერის კანდიდატურაზე შესათანხმებლად.

2008 წლის 7 თებერვალს კოსოვოს პარლამენტმა ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა სერბეთისგან. სერბეთის განცხადებით, რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, მათ შორის უშიშროების საბჭოს 1999 წლის 12-44 რეზოლუციას, რომელშიც საუბარია რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაზე.

სერბეთის კონსტიტუციის თანახმად, კოსოვო მის შემადგენლობაშია. თვითგამოცხადებული "კოსოვოს რესპუბლიკა" გაეროს 193 წევრი ქვეყნიდან 90-ზე მეტმა აღიარა. რუსეთი, ჩინეთი, ირანი, საბერძნეთი, კვიპროსი, სლოვაკეთი, რუმინეთი და ესპანეთი რეგიონს სერბეთის შემადგენლობაში თვლიან.