08 აგვ 2026
ასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა კუნძულ მალიორკას ქალაქ სოლერში. ისინი ბალეარის კუნძულებზე მასობრივ ტურიზმს აპროტესტებენ, რომელიც გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ცხოვრების გაძვირებაზე.
სლოგანით „სოლერი თავისი შესაძლებლობების ზღვარზეა“, მომიტინგეებმა ქალაქში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ადგილობრივებს სულ უფრო და უფრო უჭირთ საცხოვრებლის შეძენა და მასობრივი ტურიზმი ტრადიციულ ბიზნესებს აკოტრებს.
ესპანეთმა, საფრანგეთის შემდეგ მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე პოპულარულმა ტურისტულმა ქვეყანამ, 2025 წელს 96.8 მილიონი ტურისტი მიიღო, რაც რეკორდული მაჩვენებელია. მთავრობის შეფასებით, ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდში ქვეყნის ბიუჯეტში ტურიზმიდან 64 მილიარდი ევრო შედის.