08 აგვ 2026
უკრაინა შეერთებულ შტატებთან ანტიბალისტიკური რაკეტების სისტემების ყოველთვიურ მიწოდებაზე შეთანხმდა, თუმცა მეტია საჭირო, განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ზელენსკიის თქმით, ზოგიერთი ევროპული ქვეყნის გარდა, იაპონიას და სამხრეთ კორეასაც შეეძლოთ დახმარებოდნენ პეტრიოტის რაკეტებით, რომლებიც უკრაინას სჭირდება, რადგან მას არ გააჩნია საჰაერო თავდაცვის საკმარისი შესაძლებლობები რუსული ბალისტიკური რაკეტების გასანეიტრალებლად. უკრაინა და სერბეთი ორივე ევროკავშირში გაერთიანებისკენ ისწრაფვიან.
ვუჩიჩთან მოლაპარაკებების შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ლიდერებმა ევროკავშირთან ურთიერთობები განიხილეს. სერბეთის პრეიზდენტმა უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სრული მხარდაჭერა აღუთქვა. ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია ბალკანეთის ქვეყანაში, რომელიც ასევე ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. სინქრონები ტიტრი-ვოლოდიმირ ზელენსკი -უკრაინის პრეზიდენტი „პირველ რიგში, ვის აქვს ანტიბალისტიკური რაკეტები და სისტემა? მწარმოებელი ამერიკის შეერთებული შტატებია.
შეუძლიათ თუ არა მათ დახმარება? ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. მოგვაწვდიან თუ არა ისინი რაკეტებს ყოველთვიურად? დიახ. ჩვენ გვაქვს შეთანხმებები. საკმარისია თუ არა ეს რაკეტები? არა. უკრაინას არ აქვს და არც არასდროს ექნება ისეთი სახსრები, როგორიც რუსეთს აქვს და რომლებსაც ომის დასაფინანსებლად იყენებს.
ჩვენ გვაქვს ის, რაც გვჭირდება, ევროპული დახმარებისა და სხვა ქვეყნების მხარდაჭერის წყალობით. თუმცა, საჭიროა დამატებითი დაფინანსება, კერძოდ, უკრაინული წარმოებისთვის.“ ტიტრი-ალექსანდრე ვუჩიჩი- სერბეთის პრეზიდენტი „ჩვენ განვიხილეთ სერბეთისა და უკრაინის ევროპული გზა და რაც შეეხება სერბეთს, უკრაინას ყოველთვის ექნება ჩვენი ქვეყნის სრული მხარდაჭერა მის ევროპულ გზაზე.
ჩვენ ვუსურვებთ უკრაინას წარმატებას და, ჩვენი აზრით, ჩვენ, როგორც ქვეყანა, არასდროს შევქმნით პრობლემებს და არც არასდროს ვიტყვით: „ჯერ მიგვიღეთ, ჩვენ უფრო ადრე დავიწყეთ, ამიტომ ნუ მიიღებთ უკრაინას“. უკრაინას არასდროს შეექმნება ასეთი პრობლემა, სულ მცირე, ისეთი პატარა ქვეყნისგან, როგორიც სერბეთია“.