2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა

08 აგვ 2026

18 წელი 2008 წლის აგვისტოს ომიდან - საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმესი თარიღი, რომელიც არც 2008 წელს დაწყებულა და არც 2008 წელს დასრულებულა. ამდენი წლის შემდეგაც, ისევ ძველებურად ჭირს იმ ტკივილზე საუბარი, რომელმაც ოჯახის წევრებს დღეს საფლავებთან კიდევ ერთხელ მოუყარა თავი. დარჩა მოგონებები ადამიანებზე, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოში ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დასაცავად სიცოცხლე გაიღეს. გმირულად დაიღუპნენ იმისათვის, რომ საქართველოს 5 ჯვრიან დროშას დღესაც ამაყად ეფრიალა.