11 აგვ 2026
შინდისის გმირებისადმი პატივის მისაგებად ბათუმში, შინდისის სკვერში შეიკრიბნენ. აჭარის მთავრობის წევრებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და შინდისის გმირები გაიხსენეს.
2008 წლის 11 აგვისტოს შინდისის რკინიგზის სადგურთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეულსა და რუსულ მოტომსროლელ ასეულს შორის უთანასწორო ბრძოლა გაიმართა.
რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, ქართულმა ოცეულმა მტერს წინააღმდეგობა გაუწია და დიდი დანაკარგიც მიაყენა.
რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს, საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.