საჩუქარი დღის ცენტრის აღსაზრდელებს

13 ივნ 2017

უმაღლესი საბჭოს წევრებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვის დღე,  ბათუმის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის აღსაზრდელებს მიულოცეს. ბათუმის 22-ე საბავშვო ბაღში განთავსებული დღის ცენტრში ამ დროისათვის 20-მდე სხვადასხვა ასაკის ბავშვი იმყოფება და ისინი უზრუნველყოფილნი არიან ყველა შესაბამისი სერვისით.