საქართველო დიდგორობას აღნიშნავს

12 აგვ 2026

12 აგვისტო საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული თარიღია დღეს დიდგორის ბრძოლიდან 905 წელი შესრულდა. 

1121 წლის 12 აგვისტოს გამართული ბრძოლა, რომელიც ისტორიაში „ძლევაი საკვირველის“ სახელით შევიდა, მეფე დავით აღმაშენებლის გონივრული სამხედრო სტრატეგიისა და ქართველი მეომრების თავდადების ნათელ მაგალითად რჩება.

დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებას საქართველოს ისტორიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა დიდგორი ქვეყნის ერთიანობის, თავისუფლებისა და ძლიერების სიმბოლოდ იქცა.

ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად საქართველოში ყოველწლიურად 12 აგვისტოს სახალხო დღესასწაული - დიდგორობა აღინიშნება.