13 აგვ 2026
გომისმთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 11 პირი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. ადგილზე პაციენტების მდგომარეობას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეცნო.
ექიმების შეფასებით, ორი დაშავებულის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ხოლო ცხრა პაციენტს შედარებით მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.
შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
სამგზავრო მიკროავტობუსი გომისმთიდან ოზურგეთის მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.