26 მაისის ქუჩის რეაბილიტაცია

13 ივნ 2017

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ეზოების კეთილმოწყობითი სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის 26 მაისის ქუჩის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. პროექტისთვის ბათუმის მერიამ 560 ათასი ლარი გამოყო. სულ მოწესრიგდება 30 ეზო, მათი ნაწილის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია.