14 აგვ 2026
ბათუმში ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ბულვარის ტერიტორიაზე მოწყობილ სცენაზე აჭარის საჯარო სკოლების 25-ზე მეტი მუსიკალური ჯგუფი საესტრადო კომპოზიციებით წარსდგა.
მუსიკალურ და გასართობ პროგრამებთან ერთად მოეწყო გათამაშებები, ასევე მეწარმეებისთვის მოწყობილი იყო გამოფენა-გაყიდვებისთვის ჯიხურები.