არქეოლოგიური აღმოჩენა ჭარნალში

13 ივნ 2017

არქეოლოგიური აღმოჩენა სოფელ ჭარნალში. დავით მიქელაძის ეზოში არქეოლოგიური მუზეუმის თანამშრომლებმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-9 საუკუნით დათარიღებული საოჯახო და სამრეწველო ნივთების ნიმუშები იპოვეს. სპეციალისტებმა  მდინარის პირას, კლდეში ნაკვეთი ჯამები იპოვეს, სადაც მათი ვარაუდით  ძვირფასი ლითონების დამუშავება ხდებოდა.