მეცხვარე ფერმერების სახალხო დღესასწაული

14 აგვ 2026

მეცხვარე ფერმერების სახალხო დღესასწაულს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დაესწრო. დავით სონღულაშვილი ადგილობრივ მეცხვარე ფერმერებს შეხვდა და არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს გაეცნო.

შეხვედრაზე მეცხვარეობის განვითარების შესაძლებლობები, ფერმერების საჭიროებები, წარმოებისა და პროდუქციის რეალიზაციის საკითხები განიხილეს.

ფერმერებს ინფორმაცია მიეწოდათ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების, მათ შორის ახალი „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესაძლებლობების შესახებ.

დავით სონღულაშვილმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში არსებული საწარმოო სივრცეებიც დაათვალიერა და მონაზვნების მიერ წარმოებული რძის პროდუქტების დამზადების პროცესს გაეცნო.