კობა ფარტენაძე პოლიციის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზეა დაკავებული - შსს

17 აგვ 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი კობა ფარტენაძე დაკავებულია პოლიციელის მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე.

უწყების ცნობით, კობა ფარტენაძემ 16 აგვისტოს პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კობა ფარტენაძე,  პოლიციის მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევე  წვრილმანი ხულოგნობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

კობა ფარტენაძემ, 16 აგვისტოს,  მასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვისას, სამართალდამცველებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა - აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.

ასევე, აღნიშული პირი 17 აგვისტოს ღამის საათებში, ბათუმში, ხმამაღლა ლანძღვა-გინებით არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, სამართალდამცველებმა, არაერთხელ მოუწოდეს შეეწყვიტა  კანონსაწინააღმდეგო ქმედება, თუმცა ის არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას, პოლიციელებს მიაყენა შეურაცხყოფა", - აღნიშნავენ უწყებაში.