17 აგვ 2026
ხელვაჩაურში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.