აჭარის მაუწყებლის თანამშრომელი კობა ფარტენაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

17 აგვ 2026

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი, მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს - ინფორმაციას მისი ადვოკატი თემურ ქავშბაია ავრცელებს.

ადვოკატის ინფორმაციით, მან ზესტაფონის დროებითი მოთავსების იზოლატორი რამდენიმე საათის წინ დატოვა.

საქმეზე სასამართლო პროცესი ხვალ ჩაინიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელს, კობა ფარტენაძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ ქმედებებს ედავებიან, რაც პოლიციელის მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.