18 აგვ 2026
„ფერადი ნოტები“ - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში მუსიკალური საღამო გაიმართა. კონცერტი ჟანრობრივად მრავალფეროვანი იყო, იგი მოიცავდა ჯაზის, ფოლკლორის, კინომუსიკის ელემენტებს და დართული ჰქონდა ვიდეო არტის სინთეზი.
საღამოზე მონაწილეობდნენ მუსიკოსები მაია ბარათაშვილი, ზაზა მარჯანიშვილი, სოფო ხალვაში და ანსამბლი „ბათუმი“.
კონცერტზე გაიმართა სიმღერის პრემიერა, ზაზა მარჯანიშვილის კომპოზიცია სოფო ხალვაშმა შეასრულა.