18 აგვ 2026
ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელს, კობა ფარტენაძეს 2000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ მიიღო.
შეგახსენებთ, კობა ფარტენაძე ზესტაფონის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გუშინ, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ ქმედებებს ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.