18 აგვ 2026
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ სრული აბსურდია, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა.
„სრული აბსურდია, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა“, - განაცხადეს პრესსამსახურში.
ირაკლი ღარიბაშვილმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და ციხეში იმიტომ წავიდა, რომ „სახელმწიფოს და გუნდის ინტერესი არ დაეზიანებინა“. აქვე აღნიშნულია, რომ წერილი, რომელიც ღარიბაშვილმა გუშინ გამოაქვეყნა, მან ივლისში მიიღო და ის მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.