„საქსტატი“ - უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა

19 აგვ 2026

2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.5 პროცენტით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე  წლის II კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.8 პროცენტით შემცირდა და 53.3 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 46 პროცენტი შეადგინა.  

დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2 პროცენტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.4 პროცენტით.

უცვლელი დარჩა II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში.  

საქსტატის მონაცემებით,  უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. ხოლო სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში.