19 აგვ 2026
ქვეყნის მასშტაბით ენტეროვირუსული ინფექციებია გავრცელებული. მათ შორის, ყველაზე მეტად „კოკსაკის“ ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელსაც ცხელება და ვირუსული დიარეა ახასიათებს.
გავრცელებულ ვირუსებთან დაკავშირებით იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ისაუბრა.
ივანე ჩხაიძე მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს, ბავშვებში წყლულოვანი გამონაყარის შემთხვევებში მიმართონ პედიატრს. მისივე თქმით, შედარებით შემცირებულია ფილტვის ანთების შემთხვევები.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ვაქცინაციის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს, ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო სამკომპონენტიანი ვაქცინა შემოვა, რომელიც 80%-ით ეფექტურობით ხასიათდება პედიატრიულ პოპულაციაში.