კიევში ფედოროვის ვიდეომიმართვის შემდეგ მისი მხარდამჭერი აქცია გაიმართა

19 აგვ 2026

კიევის ცენტრში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მიხაილო ფედოროვის მხარდამჭერი აქცია გაიმართა მას შემდეგ, რაც ის ომის პირობებში არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ  ქვეყნის ხელმძღვანელობის განახლების იდეას ემხრობიან, თუმცა ეჭვი ეპარებათ, რამდენად რეალურია კენჭისყრის ჩატარება რუსეთის ინტერვენციის ფონზე.

ფედოროვმა, რომელიც თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ივლისში გადააყენეს,  ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინა მმართველობითი კრიზისის წინაშე დგას და არჩევნები აუცილებელია.

უკრაინის კანონმდებლობით კი საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება იკრძალება. 

ფედოროვს არ უთქვამს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში, თუმცა ბოლოდროინდელი გამოკითხვები აჩვენებს, რომ მეორე ტურში მას ზელენსკის დამარცხება შეუძლია.