19 აგვ 2026
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს — ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით სააგენტო ''ტასი'' წერს. რუსულმა მხარემ 103 სამხედრო დაიბრუნა, სანაცვლოდ კი უკრაინას ასევე 103 სამხედრო მოსამსახურე გადასცა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, პროცესში შუამავლის როლი არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა შეასრულა.
ტყვეობიდან დაბრუნებული რუსი სამხედროები ბელარუსის ტერიტორიაზე იმყოფებიან და მათთან ომბუდსმენი მუშაობს. უკრაინულ მხარეს გაცვლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.